ZipShop.ge — პატარა ქართული ონლაინ მაღაზია სახალისო საჩუქრების, პრანკების, გაჯეტებისა და ორიგინალური ქეისებისთვის. ყველაფერი 50 ლარამდე ღირს.
როგორ ვმუშაობთ
- ნივთებს ვარჩევთ სანდო ჩინელ მომწოდებლებთან და ჩამოგვაქვს საქართველოში პარტნიორი საკარგო კომპანიებით.
- გადახდა ლარში, ქართული ბარათით. საბაჟო და გადასახადები უკვე ფასშია.
- ჩინეთიდან ჩამოტანას სავარაუდოდ 10–12 დღე სჭირდება, რასაც ადგილობრივი მიწოდება ემატება: თბილისში — ჩვეულებრივ ჩამოსვლის დღეს, რეგიონებში — 1–3 სამუშაო დღეში. მიწოდება ერთ შეკვეთაზე თბილისში 3 ლარია, რეგიონებში — 7 ლარი, ყველა პროდუქტზე, გამონაკლისებისა და დამატებითი გადასახადის გარეშე. თუ შეკვეთა გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში არ ჩაგბარდებათ, შეგიძლიათ გააუქმოთ და სრული თანხა, მიწოდების საფასურის ჩათვლით, დაიბრუნოთ. არასწორი, დაზიანებული ან ნაკლიანი ნივთის შემთხვევაში თანხის დაბრუნებას ან შეცვლას თქვენ ირჩევთ, აუცილებელ ტრანსპორტირების ხარჯებს კი ჩვენ ვფარავთ; თქვენი კანონიერი უფლებები ძალაში რჩება. მიწოდება და დაბრუნება
- კითხვაზე პასუხს ქართულად მიიღებ.
რას ვყიდით
პრანკები და სასაცილო ნივთები · ორიგინალური საჩუქრები · გაჯეტები · სახლისა და სამზარეულოს გაჯეტები · ჩაფხუტის აქსესუარები · მობილურის ქეისები
რეკვიზიტები და კონტაქტი
ნიკა ცხაკაია – ინდმეწარმე (საიდენტიფიკაციო კოდი: 01031001167)
მისამართი: ქ. თბილისი, ჭოლოკაშვილის ქ. N74
ელფოსტა: zip@zipshop.ge · ტელეფონი: +995 597 11 11 52